რა ხდება ზუგდიდის საკრებულოში?

ზუგდიდის საკრებულოც ერთ-ერთი გამორჩეულია,რადგან სწორედ ამ ქალაქის საკრებულოს უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს,კონკრეტულად რომ ვთქვათ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას”- 22 წევრი ჰყავს, “ქართულ ოცნებას” – 20 წევრი და “გახარია-საქართველოსთვის”- 3 წარმომადგენელი.

ამხელა უპირატესობიდან გამომდინარე საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩა,რადგან 23 საკრებულოს წევრის ხმა სჭირდება თავმჯდომარის პოზიციის ასარჩევად,ამიტომაც “გახარია-საქართველოსთვის” წევრის მინიმუმ ერთი ხმაც კი საკმარისია,თუმცა ამ პარტიის წევრები ამაზე უარს აცხადებენ. მათ სურთ ამ ქალაქშიც მათი წარმომადგენელი იყოს საკრებულოს თავმჯდომარე. რაზეც ისინი “ენმ”- სთან ვერ თანხმდებიან.

გუშინ, ირაკლი კობახიძე ესტუმრა ზუგდიდის “ქართული ოცნების” ოფისს და სავარაუდოდ მან ჩაატარა შეხვედრა ადგილობრივ წარმომადგენლებთან და გამოითქვა ვარაუდი,რომ ეს შესაძლოა ეხებოდეს ვადამდელ არჩევნებს. მოცემულობა ასეთია, თუ ვერ აირჩევა თავმჯდომარე დაინიშნება ახალი საკრებულოს და მერის არჩევნები. ამ შესაძლო მოცემულობას თუ გავყვებით ეს შესაძლოა ორივე მხარეს აწყობდეს,გარდა “გახარიას” პარტიისა,რადგან ახალი არჩევნების შემთხვევაში შესაძლოა მათ სამი წევრი ვერ შეიყვანონ საკრებულოში,ამიტომაც მათი პრიორიტეტი შესაძლოა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაა.

ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში “ენმ”-ს მოუწევს უდიდესი რესურსის წინააღმდეგ დაპირისპირება და შესაძლოა ეს იყოს არ იყოს მომგებიანი,მაგრამ პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად არჩევნების მარათონში ჩართვა მართებული ჩანს,თუმცა რა შედეგი დადგება რთული წარმოსადგენია. ასევე აღსანიშნავია კს ფაქტი,რომ “ნაციონალურ მოძრაობას” 23 წევრი ჰყავდა,თუმცა 1 მანდატი ჩამოერთვა გადათვლების შედეგად და ამის შემდეგ მათი მანდატების რაოდენობა 22 მდე შემცირდა. თუ მარტამდე ვერ აირჩევა საკრებულოს თავმჯდომარე,მაგ შემთხვევაში დაინიშნება ახალი არჩევნები. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას,მსგავსი სიტუაციაა ქალაქ სენაკში,სადაც ზუგდიდის მსგავსად საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩა.