რეზნიკოვი: რუსეთს ომის გაჭიანურება სურს

“კრემლი ცდილობს ომი გადაიტანოს გაჭიანურებულ ფაზაში. რუსული ძალები, წინსვლის ნაცვლად, თავდაცვით ნაგებობებს აშენებენ,“- განაცხადა რეზნიკოვმა ბრატისლავაში გამართულ Globsex 2022-ის ფორუმზე.

მან უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ივნისში, როდესაც ალიანსი 10-წლიან სტრატეგიას განიხილავს, ამ სტრატეგიის ნაწილი უკრაინაც იქნება.

„უკრაინა ასევე იქნება სტრატეგიის ნაწილი, რადგან ჩვენც ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის ნაწილი ვართ, ნატოს ქვეყნების აღმოსავლეთი ფლანგი, ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის ნატოს დე ფაქტო და არა დე იურე წევრობაზე, ეს შეიძლება იყოს კარგი იდეა ამ სტრატეგიაში“,