უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებსაც 120-150 კმ სიღრმეზე შეეძლებათ მიზნებზე უზუსტესი დარტყმა.
რეზნიკოვი ასევე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში მათ ექნებათ შესაძლებლობა გაანახლონ სხვადასხვა სახის ტექნიკა, რადგან დეტალები უკვე უკრაინისკენ მიემართება და ეს ხელს შეუწყობს მათ საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას.
რეზნიკოვის თქმით, უკრაინაში შორი მოქმედების რაკეტები წლის პირველ ნახევარში ჩამოავა და ის არ იქნება ATACMS-ები, “დიახ, ორკები ახლა იმალებიან 120-150 კმ მანძილზე და ჩვენ გვჭირდება რაღაც, რომ მივწვდეთ მათ და ჩვენ მივწვდებით კიდეც მათ“ – განაცხადა რეზნიკოვმა.