როგორ აპირებდა რუსეთი კიევის აღებას?!

მეგობრებო, დახედეთ უკრაინის ოკუპაციის რუკას.

რუსეთი აპირებდა კიევის – მთელი უკრაინის – დაპყრობას 3 დღეში!

შეხედეთ მარჯვნივ პატარა შავ წრეს – ეს არის ტერიტორია, რომელზეც ბოლო ორი თვე რუსული შეტევა – რუსეთის მთელი სამხედრო პოტენციალი – არის ფოკუსირებული და ბოლო ერთ კვირაში – ტექნიკის და ცოცხალი ძალის უპრეცედენტო კონცენტრაციის და უზარმაზარი დანაკარგის ხარჯზე, რუსებმა რამდენიმე ათეული კვადრატული კილომეტრის დაკავება შეძლეს – მხოლოდ იმ მიზნით, რომ საკუთარ მოსახლეობას უთხრან – ლუგანსკის ოლქი “გავათავისუფლეთო” – ესეც ჯერ არ გაუკეთებიათ, სანამ ლისიჩანსკს არ აიღებენ, ლისიჩანსკს კი მომდევნო ერთი-ორი თვე ნამდვილად ვერ აიღებენ, მერე კი…

  • ეს “სასაცილო” წინსვლა მოხდა იმის ფონზე, რომ რუსები უკრაინაში ომის სარდლობას არაკომპეტენტურობის და წარუმატებლობის მიზეზით ხელთათმანივით ცვლიან (ბოლო “სარდალმა” 19 დღე გაძლო და ორი დღის წინ მოხსნეს)
  • ეს წინსვლა მოხდა იმის ფონზე, რომ უკრაინას პრაქტიკულად ჯერ არ მიუღია მძიმე სამხედრო შეიარაღება დასავლეთიდან და ეს შეიარაღება, და მისი გამოყენებისთვის აუცილებელი ცოდნა/გამოცდილება მხოლოდ ახლა იწყებს თანდათან უკრაინაში დაგროვებას.
  • აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები მტკიცედ უმაგრებენ უკრაინას ზურგს სამხედრო დახმარების კუთხით და არაერთხელ, ყველა დონეზე, უთქვამთ, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს!
  • ევროპა პოლიტიკურად ნაკლებად არის მზად ფართომასშტაბიანი სამხედრო დახმარების გასაწევად, მაგრამ ძალიან ბევრს აკეთებს და მომავალში კიდევ უფრო მეტს გააკეთებს უკრაინის ეკონომიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული შეხიდებისთვის! – უკრაინას, რომელსაც დღეს 8 მილიონი ლტოლვილი ჰყავს ევროპაში, ასეთი მხარდაჭერა არანაკლებად სჭირდება, ვიდრე ტანკები და ფულად გამოსახულებაში ეს დახმარება არანაკლები და შესაძლოა მეტიც აღმოჩნდეს, ვიდრე უკრაინის მთავარი სამხედრო პარტნიორებისა.

მოკლედ, ეჭვიც არ შეგეპაროთ:

  • უკრაინა ომს იგებს!
  • რუსეთი ომს აგებს!
  • საქართველო ევროკავშირში იქნება!

წერს, ექსპერტი – ნიკოლოზ ლოლაძე.