როგორ ვებრძოლოთ კრემლის პროპაგანდას?!

საგანმანათლებლო ცენტრმა – The Tbilisi School For Social Research, წარმოადგინა საინტერესო საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ჩამოსული რუსი ტურისტების ერთგვარად დახმარებას და მათ ინტეგრირებას სოციუმში.

“რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წლებია ცხოვრობენ იდეოლოგიური ზემოქმედების ქვეშ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე და დასავლეთის მხრიდან მძიმე ეკონომიკური სანქციების გამო რუსეთის ბევრი მოქალაქე ჩამოვიდა საქართველოში.

გთავაზობთ მოკლე ცნობარს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომელშიც აღწერილია საქართველოს ისტორია და ახსნილია, რამდენად ვერაგულად აქვს ოკუპირებული რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიები.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი საინფორმაციო კამპანია წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას ჩვენი უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. 12 და 13 მარტს 12:00-17:00 გეპატიჟებით ჩვენთან ოფისში, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ საინფორმაციო ცნობარები ცნობარები, რომლის განთავსებას შემდგომში შეძლებთ კვების ობიექტებში, სასტუმროებში, გასაქირავებელ ბინებში და საქალაქო ტაქსიში.

კრემლის პროპაგანდასთან ბრძოლა საჭიროებს სერიოზულ და მდგრად მუშაობას. ჩვენ პოზიტიური საინფორმაციო კამპანიით უნდა შევუწყოთ ხელი რომ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები გავხადოთ ჩვენ მოკავშირეებად.”