რომან გოცირიძე VS ნუგზარ სულაშვილი

დღეს ყაზახეთში მიმდინარე პოლიტუიკურ პროცესებს, სოციალური ქსელში გამოეხმაურა პარლამენტარი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან რომან გოცირიძე და აღნიშნა:

“ყაზახეთის ამბები არც რუსეთის მოწყობილია, არც ჩინეთის და არც დასავლეთის. სხვა საკითხია, ვინ იხეირებს. როცა პოლიტიკური კლასი არ არსებობს, ასეთი აჯანყებები მარცხით მთავრდება, მაგრამ მომავალს უკვალავენ გზას.”

მას არ დაეთანხმა საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ადვოკატი, ნუგზარ სულაშვილი და იქვე უპასუხა:

“ვის არა ჰყავს პოლიტიკური კლასი და ოპოზიცია?

  • ა. ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
  • ბ. ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, მთავრობისა და პარლამენტის სრული შემადგენლობით გადადგომა.
  • გ. პოლიტიკური რეფორმები:დროებითი მთავრობის შექმნა ავტორიტეტული და საჯარო მოქალაქეებისგან – ყაზახეთის წინააღმდეგობის მონაწილეებისგან. თავისუფალი არჩევნების ჩატარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ძალების მიერ.
  • დ. პოლიტიკური რეფორმების მთავარი პირობაა დემოკრატიის ღირებულებების მკაცრი დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა, საბჭოთა მმართველობის წლების აღიარება, როგორც დანაშაული პოსტსაბჭოთა იმპერიის ხალხების წინააღმდეგ, სამხედრო აგრესიის დაგმობა უკრაინის წინააღმდეგ და ყირიმის დაკავებისთვის ანექსიის შეფასების მკაფიოდ მიცემა, გამოსვლა დსთ-დან, EAEU-დან და რუსეთის ფედერაციასთან სხვა ალიანსებიდან.

ყაზახებმა, შიმშილობა კი არა – რევოლუციაო!”