რუსების დელეგაცია ირანში ჩავიდა

როგორც მოგეხსენებათ და ნათლად ვხედავთ, რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი მოკავშირე ირანი გახდა, ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ირანი ეხმარება რუსეთს სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობებით და დრონებით.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ჩავიდნენ ირანში საბრძოლო უპილოტო დრონების შესამოწმებლად მათი შეძენის განზრახვით. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა სატელიტური სურათები, სადაც ჩანს, რომ რუსი ოფიციალური პირები ბოლო კვირებში ორჯერ ეწვივნენ ირანს, რათა შეემოწმებინათ საბრძოლო თვითმფრინავები, რომელთა შეძენაც სურთ უკრაინაში მიმდინარე ომში გამოსაყენებლად.