რუსები კიევისკენ მისასვლელ ტრამპლინს აკეთებენ

სამხედრო-ანალიტიკურმა ცენტრმა “World Military”, დღეს გაავრცელა კადრები და რუკები, რის მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოკუპანტი რუსები წინ მიიწევენ გარკვეულ წეტილებში და კიევისკენ მისასვლელად გზას იხსნიან.

” რუსული ძალები ნელი ტემპით, თუმცა აგრძელეებნ კიევის ბლოკადისათვის წინსვლას, კერძოდ კიევის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებით რუსული ძალები ცდილობენ წინსვლას ჰორენიჩის, გოსტომელის და დემიდივის რაიონების გასწვრივ.

ხოლო, კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დაძრული ძალები მიიწევენ კოზელეცის და ბობროვიცის რაიონების მიმართულებით, სადაც მიმდინარეობს აქტიური შეტაკებები.”