რუსები პოლონეთის საზღვარს უახლოვდებიან

რუსეთის ფედერაციას აქვს ამბიცია, რომ უკრაინის ქალაქი ლვიოვი აიღოს, რათა უფრო ახლოს იყოს პოლონეთის საზღვართან. მათ გეგმაში უმთავრესი ქალაქია – იავოროვი, სადაც განუწყვეტლივ მიმდინარეობს ბრძოლები და უკრაინული მხარე ძალიან მაგრად უდგას გვერდში საკუთარ მოქალაქეებს და ამ ტერიტორიებს სიცოცხლის ბოლო წამამდე იცავენ.

ევროპაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნატოს საზღვართან რუსული არმიის მიახლოებას, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, იავოროვი არის ძალიან ახლოს პოლონეთის საზღვართან და გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვიც მანდ იმყოფება.

თუ ამ ქალაქის აღება მოახერხა რუსეთმა, ამას აუცილებლად უფრო დიდი გამოხმაურება მოჰყვება დასავლეთიდან,რადგან დასაწყისიდანვე მათ ჰქონდათ გაცხადებული, რომ როგორც კი მიუახლოვდებიან ნატოს საზღვარს, ისინი აქტიურად ჩაერთვებიან ომში.

იავოროვი დგას და იბრძვის, ალბათ გადატეხვის წერტილი ეს ქალაქი იქნება და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.