რუსებმა სამშობიარო დაბომბეს

გუშინ გვიან ღამით, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, რუსმა ოკუპანტებმა სამშობიარო კლინიკა დაბომბეს. დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა და რამოდენიმე ათეული დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ეს არის სამხედრო დანაშაული და აუცილებლად მოეთხოვებათ რუსებს ამასთან დაკავშირებით პასუხი.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ დასავლურ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ უფრო მეტად დაეხმარონ უკრაინას ტირანი და დიქტატორი პუტინის წინააღმდეგ.