რუსეთის გეგმებს უკრაინა დაასამარებს

რუსეთის ფედერაციამ დღეს გამთენიისას დაიწყო საომარი მოქმედებები უკრაინაში და თითქმის ყველა მხრიდან აპირებს შევლას. უკრაინელებს საზღვრები საგულდაგულოდ აქვთ დაცული და ძალიან რთული სავარაუდოა რუსული დანაყოფების წინსვლა უშუალოდ საზღვრებთან. რუსეთმა ომი გამოუცხადა მთელ მსოფლიოს, ღიად და ოფიციალურად.

ჯოხარ დუდაევმა საკუთარ მემუარებში დაწერა, რომ რუსეთის ბოროტების იმპერიას მხოლოდ უკრაინა მოუღებს ბოლოს. სწორედ უკრაინელ მებრძოლ ხალხს შესწევს ძალა, რუსულ დამპყრობლურ პოლიტიკას დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს. რუსეთის ფედერაციის ბედი ძაფზეა ჩამოკიდებული. დასავლეთი კონსოლიდირებულია და წუთი-წუთზე ოფიციალურ გეგმას გააცნობენ მთელ მსოფლიოს.

რუსეთის ბოროტების ფედერაცია დასასრულს უახლოვდება.უკრაინაში მარცხი ამის საწყისი იქნება.