რუსეთის დანაკარგი ბოლო 2 კვირაში საგრძნობლად გაზრდილია

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო ორ კვირაში, რუსეთი უკრაინაში შეჭრიდან პირველი კვირის შემდეგ, სავარაუდოდ, ყველაზე დიდ დანაკლისს განიცდის.

დაზვერვა რუსეთის სამხედრო დანაკარგების შესახებ უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა და წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვა უკრაინის მეთოდოლოგიას ვერ ამოწმებს, ტენდენციები, რომლებიც უკრაინის მხარის მონაცემებშია მოცემული, სავარაუდოდ ზუსტია.

უწყება წერს, რომ ბოლო შვიდი დღის მსხვერპლთა საშუალო მაჩვენებელი 824-ა, რაც ოთხჯერ აღემატება 2022 წლის ივნისი-ივლისის მონაცემებს. 

უწყების შეფასებით, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდა სხვადასხვა ფაქტორებმა განაპირობა, მათ შორისაა, არასათანადოდ მომზადებული პერსონალი, ასევე, ფრონტზე კოორდინაციისა და რესურსების ნაკლებობა.