რუსეთის დასასრული იწყება

რუსეთის ფედერაცია უკვე მერვე დღეა საომარ მოქმედებებს აწარმოებს უკრაინაში და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მისი სცენარით არ მიმდინარეობს ვითარება. მეტსაც გეტყვით, რუსეთის ფედერაცია განიცდის უდიდესს მარცხს უკრაინელების წინააღმდეგ და დანაკარგების შედარება რომ გავაკეთოთ, თითქმის ათჯერ უფრო მეტი ზარალია მიადგა რუსეთს, იმ ვითარებაში, რომ პატარა ქალაქშიც კი არ აქვთ წარმატება მიღწეული. ყველგან უკუგდებულია.

ისტორია ყოველდთვის მეორდება და მთელი კაცობრიობა ელოდება იმ დროის დადგომას, როდესაც რუსეთის ფედერაცია ნგრევას დაიწყებს და ის მითი,რომ ეს სახელმწიფო უძლეველია გაქრება. ამავეს ელოდებოდა და ითხოვდა ხალხი საბჭოთა კავშირის პერიოდშიც,რადგან მთელი პერიოდის განმავლობაში ელოდებოდნენ დროს, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა და დადგა კიდეც ეგ დრო. რუსეთს აქვს უდიდესი სამხედრო და ფიზიკური რესურსი, თუმცა მას არ აქვს ყველაზე მთავარი, მათ არ იციან რატომ იბრძვიან, მათ არ იციან რა შედეგს მოუტანს რუსეთს იქ ნებისმიერი მიღებული შედეგი და მორალურად დამარცხებული არიან.მეორეს მხრივ კი უკრაინა ცამდე მართალია, ის იცავს საკუთარ ტერიტორიებს და არც არავისთვის დაუწყია ომი.

რუსეთში ძალიან დიდი კრიზისი იწყება, მანქანათმშენებლობიდან დაწყებული და სოციალური ყოფით დამთავრებული. ელემენტარულად მანქანათმშენებელი არც ერთი ფირმა არ დარჩა რუსეთში და არც ერთი არ გაგზავნის საკუთარ პროდუქციას რუსეთში,პირიქით არამარტო მაგ სფეროში, ყველგან რუსეთი რჩება მარტო,მარტო საკუთარ თავთან და ჩამოეფარა უდიდესი რკინის ფარდა, რომლის განგრევა და რომლის იქით ცივილიზაციის დანახვა რუს ხალხს ძალიან გაუჭირდება. აუცილებლად ეგრე მოხდება, რომ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ახალგაზრდები უდიდეს წინააღმდეგობის მოძრაობას დაიწყებენ ადრე თუ გვიან და აუცილებლად გამოუთხრიან ძირს პუტინს. რუსეთის ფედერაციის ნგრევის და რებრენდინგის ახალი პროცესი დაიწყო…