რას შეცვლის ეს მობილიზაცია ? არაფერს.
პირიქით, რუსეთში გაიზრდება უკმაყოფილოთა რიცხვი – მობილიზაცია არ ეხებათ დუმის და სახელმწიფო უწყებების მაღალჩინოსნებს, არც მათი შვილები წავლენ ომში(დღემდე არცერთი მაღალჩინოსნის შვილი ომში არ გაუწვევიათ).
კადიროვს ფეხი არ ჩაუდგამს კიევში, პუტინი საომარ ხაზთან მოშორებითაც კი არ ყოფილა, მაშინ როცა, ზელენსკი ლამის შუა ფრონტზე დარბის.
საზარბაზნე ხორცად ყოფნა აღარავის უნდა, დაპირებულ “ლადასაც” ყველას არ აძლევენ.
ომში გაწვეული მშიერი და იარაღიანი რუსი ძალიან საშიშია თავისივე ხელისუფლებისთვის.
პუტინს ზუსტად ის ელის, რაც ნიკოლოზ მეორეს დამართეს რუსებმა.