რუსეთის ჩაფლავებული გეგმები

24 თებერვლის დილით, სავარაუდოდ რუსეთის დასავლეთით ერთ-ერთ სამხედრო აეროდრომზე გადაღებული საინტერესო ფოტო (პირველი ფოტო), სადაც ასახულია, ასაფრენად გამზადებული რუსეთის საჰაერო ძალების ИЛ-76-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები, რომლებიც ჯერ კიდევ 22 თებერვალს (დანარჩენი ფოტოები) იქნა ჩატვირთული რუსეთის საჰაერო-სადესანტო მოეირიშე ჯარების სამხედრო ტექნიკით, შემდგომ უკვე სამხედრო პერსონალით.

მათ ევალებოდათ, 24-ში დილით, რუსეთის საჰაერო-სადესანტო მოეირიშე ძალების აერომობილური ჯგუფის მიერ დაახლოებით 30-35 სამხედრო-სატრანსპორტო და მოიერიშე შვეულმფრენებით ბელორუსის გომელის რაიონიდან, კიევის სიახლოვეს, გოსტომელში, ანტონოვის სახელობის აეროპორტზე დაწყებული დესანტირების წარმატებით დასრულების და უსაფრთხო საჰაერო ხიდის უზრუნველყოფის შემდეგ, კიევიდან 10 კმ-ის მანძილზე დაკავებულ ანტონოვის აეროპორტზე დაშვება და მძლავრი მოეირიშე დაჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებიც კიევზე შეტევისთვის მთავარი დასაყრდენი პლაცდარმი გახდებოდა.

თუმცა, როგორც გახსოვთ “გოსტომელის დესანტის” მთავარი მიზანი ვერ იქნა მიღწეული, კერძოდ, რუსულმა აერომობილურმა ჯგუფმა, 24 თებერვალს, საწყის ეტაპზე წარმატებით შეძლეს გოსტომელის აეროდრომზე დაშვება და მისი დაკავება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინელები მზად იყვნენ აღნიშნული ოპერაციისთვის, ამავდროულად რუსულმა სარდლობამ ვერ უზრუნველყო დროულად ბელორუსის ტერიტორიიდან დაძრული მძიმე ტექნიკისა და არტილერიის დროული ჩამოსვლა კიევის სიახლოვემდე, ცეცხლის საწარმოებლად საჭირო მანძიზლე, ხოლო უკრაინულმა ჰსთ სისტემებმა წარმატებით შეძლეს რუსული მოიერიშე და ბომბდამშენი ავიაციისგან მომავალი საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანა, უკრაინულმა ძალებმა, კერძოდ ეროვნული გვარდიის, საპოლიციო, უსაფრთხოების სამსახურის და შეიარაღებული ძალების სპეც ნაწილებმა 24 თებერვლის დღის მეორე ნახევარში დაიწყეს შტურმი გოსტომელის აეროდრომზე განთასვებული რუსი მედესანტეების გასანადგურებლად. უკრაინულ ჯგუფებს ზურგს მძიმე არტილერია უმაგრებდა. მრავალსაათიანი ბრძოლა, კიევზე შეტევისთვის უმნიშვნელოვანესი გოსტომელის აეროპორტის პრაქტიკულად სრული განადგურებით დასრულდა, ამავდროულად განადგურდა რუსული აერომობილური ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილი, დანარჩენმა კი, თავი ახლომდებარე ტყეებს შეეაფარა.

რაც მთავარია, მიუხედავად 24 თებერვალს დაწყებული მასშტაბური რუსული სამხედრო შეტევისა, რამაც გამოიწვია, საკმაოდ საგრძნობი პანიკა უკრაინაში, უკრაინელებმა შეძლეს და თავიდან აიცილეს პირველივე საათებში კიევის სიახლოვეს, 10 კმ-ის მანძიძლე რამდენიმე ათასი მებრძოლისგან შემდგარი რუსეთის საჰაერო-სადესანტო მოიერიშე ჯარების დაჯგუფების განლაგება.

რუსული ИЛ-76-ები, კიევის ნაცვლად ბელორუსში გაფრინდნენ, საიდანაც უკვე სახმელეთო გზით შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, მათ ასევე შემდეგ დღეებში, კვლავ შეძლეს გოსტომელში ანტონოვის აეროდრომის დაკავება, თუმცა მისი გამოყენება უსაფრთხო საჰაერო ხიდისთვის შეუძლებელი იყო.

საბოლოოდ, წარუმატებელი დესანტირების მცდელობის შემდეგ როგორ განვითარდა კიევის ჩრდილოეთით ვითარება ყველას კარგად მოგვეხსენება, რამაც შესაძლებელი გახადა გვეთქვა, რომ ბრძოლა კიევისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული გამარჯვებით დასრულდა. – ინფორმაციას ავრცელებს, სამხედრო-ანალიტიკური ცენტრი World Military.