ძალიან საინტერესო ინფორმაციები მოდის კრემლიდან და მით უმეტეს, ამ ბოლო პერიოდებში. დღეს ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა რომ ნატოს გაფართოების წინააღმდეგ მხოლოდ რუსეთის ფედერაცია არ არის, არამედ ჩინეთსაც მსგავსი პოზიცია აქვს ამ საკითხთან მიმართებაში, რაც ერთი ორად დასტურია იმისა, რომ ამ ორ სახელმწიფოს ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ ერთმანეთთან. საკითხავი არის ის, რომელი სახელმწიფოა უფრო ძლიერი ამ ორ ქვეყანას შორის, ცალსახად ვერავინ იტყვის, რომ რუსეთი-ჩინეთს საკუთარ თამაშს ათამაშებს, ასე არ არის. ჩინეთის რესპუბლიკა არის უდიდესი რესურსების მქონე სახელმწიფო და თუ ჰენრი კისინჯერს დავუჯერებთ, მალე ჰეგემონი სახელმწიფოც შეიძლება გახდეს და ორპოლუსიანობა შეიცვალოს სამპოლუსიანიბით. ეს შესაძლოა ჩინეთის მზაკვრული გეგმა იყოს და რუსეთიც თავისთავად ცხადია აჰყვა ამ სცენარში. როგორც მოგეხსენებათ ჩინეთის მთავარი ინტერესი ამერიკის შეერთებულ შტატებთან შერკინება და ამისათვის ნიადაგის მომზადებაა. ნურც იმას დავივიწყებთ,რომ ჩინეთის ექსპორტის 75% მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ეს დიდი პროცესია, მარტივად ვერ ჩამოშორდება აშშ-ს, თუმცა მისი გეოპოლიტიკური ამოცანა სწორედ ეს არის.
ცივილიზებულ სამყაროს არც ისე დიდი იმედი ჰქონდა ჩინეთის რესპუბლიკის კეთილგონიერების, მაგრამ ახლა ნათლად მიიღეს იმის სიგნალი ,რომ ეს ქვეყანა რუსეთ-უკრაინის სავარაუდო კონფლიქტში რომელ მხარესაც დაიჭერს. თავის მხრივ ჩინეთს ისტორიულად უხერხული მეზობელი ჰყავს იაპონიის სახით,რომელმაც ჩინეთის ოკუპაცია მოახდინა ახლო წარსულში. ცხადია, იაპონიაც დიდ როლს ითამაშებს ამ გლობალურ “სლალომში” .
თუმცა ფაქტს ვერავინ გაექცევა, რუსეთს და ჩინეთს ბევრი საერთო ინტერესი და მტერი ჰყავთ.