თავდაცვის და სამხედრო გამოცემამ “World Military” გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციამ მთელი რიგი პროვოკაციები მოაწყო უკრაინის საზღვართან. მათი ინფორმაციით: რუსულმა პროვოკაციებმა კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღო, კერძოდ მას შემდეგ, რაც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ ვითარება კრიტიკული გახდა და მარიუოპლიდან შემოჭრილმა დოვერსანტებმა მიაღწიეს რუსეთის საზღვარს, ხოლო ახლა იქ მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები სეპარატისტულ არმიასა და დივერსანტებს შორის. რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის განაცხადა, რომ უკრაინული მხარის მიერ ნასროლმა ჭურვმა მთლიანად გაანადგურა რუსეთის სასაზღვრო სამსახურის პუნქტი.
პარალელურად, სეპარატისტები აცხადებენ, რომ უკრაინულმა არტილერიამ დაიწყო სავაადმყოფოების დაბომბვა და ამავდროულად აგრძელებს სკოლების დაბომბვას.
გუშინ,ამავე საინფორმაციო წყარომ დაწერა,ემანუელ მაკრონის საუბართან დაკავშირებით პუტინთან: ცნობილი ხდება, რომ პუტინთან საუბრის შემდეგ ემანუელ მაკრონი უახლოეს საათებში მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის კანაცლერ ოლაფ შოლცსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.
ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პუტინმა უთხრა მაკრონს, რომ ის აპირებს წვრთნების დასრულების შემდეგ ბელორუსიდან ჯარების გაყვანას. ამასთანავე, ხვალ მოლაპარაკებებს გამართავს საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
და კიდევ ერი საინტერესო ინფორმაცია, როგორც ირკვევა პუტინი მაკრონს შეუთანხმდა, რომ სამხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში უმოკლეს პერიოდში დაიწყება დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები.
რუსეთის ფედერაცია აკეთებს ზუსტად იმავეს,რაც მათ გააკეთეს 2008 წლის ომის დროს.სცენარი ზუსტად იმავეა, მოძველებულია, მაგრამ მიჰყვებიან ამ ხაზს.