რუსეთი ფინეთს გაზს გადაუკეტავს

რუსეთი, ხვალ დილით ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს, – ამის შესახებ ინფორმაციას, ფინეთის ხელისუფლება ავრცელებს.

ერთგვარად, რუსეთმა დაიწყო ე.წ “დასჯის” პოლიტიკა ფინეთთან მიმართებაში, რომელმაც სულ რამოდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სურს ჩრდილოეთ – ატლანტიკური ალიანსის წევრობა.

მეორეს მხრივ, ეს პროცესი, რომლის გავლა ცივილიზებულ დასავლეთს მოუწევს რუსული გაზის გარეშე, მოსალოდნელი იყო და კრიტიკულად საჭირო, რადგან ისინი ყოველდღე უფრო დამოკიდებული ხდებოდნენ რუსულ გაზზე.

ფინეთი მოსახლეობისთვის გაზმომარაგების მიწოდებას  სხვა წყაროებიდან, Balticconnector-ის მილსადენის მეშვეობით გააგრძელებს.