რუსეთი ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა

ძალიან პოპულარულმა გამოცემამ – “Bloomberg” გაავრცელა სტატისტიკა, სადაც რუსეთის ფედერაციამ ყველა ქვეყანას გადაასწრო და ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახდა მსოფლიოში. ის ირანს და ჩრდილოეთ კორეას უსწრებს.

ძალიან ბევრმა ექსპერტმა გაუსვა ხაზი სანქციების სიძლიერეს და შედეგი უკვე დადგა რუსეთში. რუსული რუბლი ომის შემდეგ 80% ით გაუფასურდა და ისტორიულ მაქსიმუმამდე მივიდა. ყველაზე ძვირადღირებული და პოპულარული მსოფლიო ბრენდები, როგორიცაა: Zara, Adidas, H&M, Volvo,Apple,Netflix და ა.შ

რუსეთის ფედერაცია იმდენმა მოსახლემ და მოქალაქემ დატოვა, რამდენიც ბოლო წლების განმავლობაში ერთად აღებული არ ყოფილა.მაგალითისთვის: საქართველოში 20-25 ათასი რუსი ჩამოვიდა ამ 1 კვირის განმავლობაში. რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია და დიდი ალბათობით მათი ნახევარზე მეტი აქ დარჩება.

რუსეთს ნავთობის და გაზის გაყიდვაც გაუჭირდება, რადგან ევროპაში დაანონსეს,რომ აუცილებლად ახალ წყაროს იპოვიან,რათა რუსული პროდუქციის გარეშეც შეძლონ ცხოვრება. რუსეთში ცხოვრება გართულდა, Mastercard გავიდა ბაზრიდან და ევროპული გზავნილებიც შესაბამისად შეუძლებელი გახდა. ეს ყველაფერი აუცილებლად მივა იმ შედეგამდე, რომ პუტინს ხალხი ჯანყს მოუწყობს და დაიწყება დიდი პროცედები.