თვალნათლივ ჩანს ის უმნიშვნელოვანესი გარემოება,რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ რუსეთ – უკრაინის არ არის, მას აქვს უფრო გლობალური ხასიათი. ამ ყველაფრის დამადასტურებელი საბუთია მოქმედი და შემოქმედი სახელმწიფოები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ვითარების მიმდინარეობაში. თამამად შეიძლება ჩაითვალოს, რომ რუსეთის ფედერაცია ელოდა სხვა მოცემულობას უკრაინის საზღვართან, თუმცა ხელში შერჩა ბრიტანეთი – პოლონეთი – უკრაინის კოალიცია , რომელსაც დიდი მხარდაჭერა აქვს ოკეანის გაღმიდან. ჩაძინებული ევროკავშირი და ნატო გამოფხიზლდა,მათი რბილი პოლიტიკა შეიცვალა,უფრო ქმედითი გახდა, რაც ცოტა არ იყოს მოულოდნელია, რუსეთმა ეს ნამდვილად მოახერხა, მიძინებული “ვულკანი” გააღვიძა და მწყობრში მოიყვანა.
რუსეთი თამაშს იწყებს “შავებით”, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, არის მდევრის პოზიციაში და ერთი სვლით ყოველთვის აგვიანებს მოქმედებას. აი ეს სტატუს-ქვო არის ამჟამად ამ კონფლიქტთან მიმართებაში. უმნიშვნელოვანესია ის გარემოებაც,რომ რუსეთის ფედერაციას ისეთი ქვედანაყოფები ჰყავს მობილიზებული ბელორუსიაში და უკრაინის მისადგომებთან,რომლებსაც უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდათ ამ ქვეყნისთვის და რამოდენიმე ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ, უკვე თვე-ნახევარია ბანაკში ცხოვრობენ, რაც ცხადია ჯერ მათში უკმაყოფილებას არ იწვევს,მაგრამ ეჭვი არავის ეპარება რომ ეს მოხდება. თუ ვლადიმერ პუტინი თავის დანაყოფებს მოუწოდებს უკან დაბრუნებისკენ, გენერლებისგან და მაღალი იერარქიის წარმომადგენლებისგან მიიღებს უმძიმეს პასუხს და რთული სავარაუდოა, რით შეუძლია მას ეს დაუჯდეს. მეორეს მხრივ, ამხელა ხარჯი რომელიც რუსეთის ფედერაციამ გასწია ძალთა გადასროლა – მობილიზებისთვის ტყუილად არ ჩაივლის ეს ცხადად ცხადია, თუმცა როდესაც სახელმწიფოს ყოველწლიური ბიუჯეტის 80% სამხედრო სფეროში იხარჯება, ცხადია არსებობს ამის რესურსი.
დასავლეთის ფლანგზე დიდი ბრიტანეთის კარნახით და წინ-გაძღოლით იწყება “დაპირისპირების მოძრაობა” , რომელსაც გვერდში უდგანან ევროპის წამყვანი სახელმწიფოები. პოზიცია მათია და ვნახოთ რა გაგრძელებას ჰპოვებს ეს პროცესები.
მნიშვნელოვანი პროცესების მომსწრენი ვართ, ვნახოთ “შავები” დაასწრებენ შამათის გაკეთებას, თუ “თეთრები”.