დიდი მითქმა-მოთქმის შემდეგ მოცემულობა უკრაინაში ელვის სისწრაფით იცვლება, ხან სასიკეთოდ მათთვის, ხან საუბედუროდ, თუმცა დღევანდელი მონაცემებით ვითარება შედარებით დასტაბილურდა და რაც მთავარია ეს ყველაფერი მოხდა სამხედრო მოქმედებების გარეშე,თუმცა უკრაინის საზღვართან რუსეთის მობილიზება გრძელდება. მიუხედავად, ამისა რუსული დანაყოფების ნაწილმა დატოვა უკრაინის საზღვარი და დაბრუნდნენ დაბანაკებულ ადგილას, სადაც თვეებია განლაგებულნი არიან.
დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური უკრაინაში ყველაზე დიდ სამუშაოს ასრულებდა და მათი დახმარებით გაიშიფრა რამოდენიმე სამხედრო პირი, რომელიც რუსეთის ფედერაციას ინფორმაციას აწვდიდა. სწორედ ბრიტანელების როლი კონფლიქტის დეესკალაციის საქმეში არის უდიდესი,რადგან ბორის ჯონსონის ყველა განცხადება შეეხებოდა იმის,რომ ეს ქვეყანა არ დათმობდა პოზიციებს და ყველანაირ რესურსს გამოიყენებდა უკრაინის დასახმარებლად. ისტორიულადაც ბრიტანული “ლორდთა გემებს” უდიდესი ცვლილები მოუხდენია და ახლაც მათ უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვთ, თუ არა ყველაზე დიდი.
შემდეგი ფაქტორი რატომაც რუსეთმა შეიძლება უკან დაიხიოს არის – ამერიკის შეერთებული შტაბები. სწორედ შტატებმა და ჯოსეფ ბაიდენმა უდიდესი სამუშაო გასწიეს და მთელი რიგი დახმარების პაკეტები გამოუგზავნეს უკრაინას, ეს იქნებოდა სამხედრო თუ ჰუმანიტარული. ბაიდენს 3-ჯერ ჰქონდა სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინთან, სადაც ღიად აღნიშნა, რომ თუ პუტინი დაიწყებდა საომარ მოქმედებებს ამერიკაც პროპროციულად ჩაერთვებოდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რადგან თუ რუსეთი ვინმეს უწევს ანგარიშს ეს არის ზემოთ ხსენებული ბრიტანეთი და აშშ.
მესამე ფაქტორი არის ალიანსი უკრაინა-პოლონეთი-ბრიტანეთი. ამხელა სამხედრო ალიანსი დიდი ხანია კაცობრიობას არ ახსოვს, რადგან ევროპის სამი უდიდესი სახელმწიფო დადგა ერთად ერთი მტრის წინააღმდეგ. ბევრი საუბრობდა, რომ პუტინს ეს ფაქტორებიც და შემდეგი მიმდინარეობა გათვლილი ექნებოდა, მაგრამ ერთმნიშვნელოვანია პუტინი ამხელა ერთობას არ მოელოდა და მისდა გასაოცად მოხდა ის, რასაც ვერ იფიქრებდა.
ასევე არსებობს რისკები კონფლიქტის კერების ცეცხლად ქცევის ალბათობა, რადგან თუ რუსი გენერლები გააცნობიერებენ, რომ ეს მათი ქვეყნის უკან დახევაა, შესაძლოა ვლადიმერ პუტინს ამის გამო პასუხი მოსთხოვონ და საერთოდაც დაატოვებინონ თანამდებობა. პუტინი მოექცა ორ კედელს შუა, სადაც ყველა ვარიანტში ვიღაცას დაეჯახება, მარჯვენა მხარეს მისი გენერლები არიან და მარცხნივ მის წინააღმდეგ ამხედრებული დასავლეთი.გარისკავს პუტინი შეტევას თუ არა ჯერ კიდევ რთული სავარაუდოა და შესაძლოა ეს სტრატეგიული უკან დახევა იყოს ორი ნაბიჯის გადადგმით წინ… გარისკავს? ვერ გარისკავს….