რუსეთმა ყაზახეთთან უკან დაიხია

რუსეთი, ყაზახეთთან ეკონომიკურ დაპირისპირებაში უკან იხევს.

კერძოდ, რუსეთის სასამართლომ გააუქმა, ევროპაში ყაზახური ნავთობის მთავარი გამტარის, ნოვოროსიისკის ნაბთობტერმინალის დროებით დახურვის გადაწყვეტილება, რითაც სრულად იზღუდებოდა კასპიის ნავთობსადენის კონსორციუმის მიერ ყაზახეთის, თენგიზის უმსხვილესი ნავთობსაბადოდან ვეროპაში ნავთობის ექსპორტირება,

ხოლო, მას შემდეგ რაც ჟომარტ ტოყაევმა მთავრობას დაავალა, რომ უნდა მოახდინონ ნავთობის სატრანზიტო გზის დივერსიფიცირება და ყურადღება გაამახვილონ ტრანსკასპიური მიმართულების განვითარებაზე, რითაც რუსეთიდან ალტერნატიული გზით მოხვდება ევროპაში ყაზახური ნავთობი, რუსეთის სასამართლომ გააუქმა ტერმინალის მოგონილი მიზეზით დაბლოკვის გადაწყვეტილება,

თუმცა, ახლა, საინტერესოა, რამდენად მოახდენს გავლენას რუსეთის უკან დამხევი ნაბიჯები ყაზახეთის გადაწყვეტილებაზე, რომ ევროპაში ყაზახური ნავთობის უსაფრთხოდ გასატარებლად საჭიროა ახალი გზის, კერძოდ ტრანკასპიური კორიდორის სრული სიმძლავრეებით ამუშავება და მისი განვითარება. – ინფორმაციას ავრცელებს World Military.