უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (GUR) ინფორმაციით, რუსეთი ემზადება სტუდენტების მასობრივი მობილიზებისთვის, რომელიც სავარაუდოდ 1 აპრილამდე დაიწყება.
“ამისთვის იქმნება ე.წ. „გაფრთხილების სადგურები“, რომლებიც სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურებს დაეხმარება სრულყოფილ გამოძახებებში”, – ნათქვამია დაზვერვის შეტყობინებაში.
ინფორმაციის დამადასტურებლად დაზვერვას ტომსკის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის სავარაუდო ბრძანება მოჰყავს, რომელიც მიმდინარე წლის 9 თებერვლით თარიღდება. მსგავსი მითითებები ნოვოსიბირსკის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტისა და ტომსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებმაც მიიღეს.
ბრძანებაში მოთხოვნილია უმაღლესმა სასწავლებლებმა გამოყონ სტუდენტებისა და პერსონალის ჯგუფები, რათა იმუშაონ „გაფრთხილების სადგურებში“.
“სავარაუდოდ, მობილიზაცია 1 აპრილამდე – საგაზაფხულო გაწვევის დაწყებამდე განხორციელდება. საჭიროების შემთხვევაში, გაწვევის დაწყება შეიძლება გადაიდოს”, – ვარაუდობს უკრაინის დაზვერვა.