ჩხოროწყუს და წალენჯიხის შემდეგ რუსთავის საკრებულოც ოპოზიციურია და თავმჯდომარე ამ სამ მუნიციპალიტეტში, “გახარია-საქართველოსთვის” პარტიის წევრია. კონკრეტულად რუსთავში- რუსთავის საკრებულოს თავჯდომარეს 3 მოადგილე უნდა ყავდეს კანონმდებლობით. ორშაბათს აირჩა თავჯდომარე ნოდარ შეროზია “გახარიას” პარტიიდან.
ამის შემდეგ პირველ მოადგილედ დასახელდა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ალექსანდრე ბერიძე და ფარული კენჭისყრით აირჩია 18მა დეპუტატმა. შემდეგ მეორე მოადგილე ისევ გახარიას პარტიიდან აირჩა ისევ ფარული კენჭისყრით. ცხადია ასარჩევია მესამე მოადგილე,მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” უარი განაცხადა ამ პოზიციის დაკავებაზე,როგორც ეს ზემოთხსენებულ ორ მუნიციპალიტეტში გააკეთა. ქართული ოცნება ესწრებოდა სხდომას მაგრამ კენჭისყრაში არ იღებდა მონაწილეობას.
გააკეთეს განცხადება რომ არანაირ თანამდებობას არ დაიკავებენ.
შემდეგ სხდომაზე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს უცნობია.
ასევე ასარჩევია კომისიის თავჯდომარეები.
რუსთავში სულ 5 კომისიაა და მათი თავმჯდომარეების არჩევა,სავარაუდოდ შემდეგ კვირას მოხდება.