რუსი პროპაგანდისტი, ვის შეცდომას უამრავი თანამემამულე ემსხვერპლა

,,მადლობას ვუხდით რუს პროპაგანდისტს ევგენი პოდდუბნის უკრაინის დაზვერვის დახმარებისთვის!”

დღეს სკაბეევას ლაივ ეთერში მან აჩვენა რუსული არტილერიის კოლონის მოძრაობა ოკუპირებული ალჩევსკის ქუჩებში. ეს იყო 12:09 და ეს ვიდეო მაშინვე გადაეცა უკრაინის დაზვერვას .

განსაკუთრებით სასაცილოა ის, რომ იმ მომენტში ჯავშან ტექნიკაზე მყოფი ორკი ჟესტებით ცდილობდა ეჩვენებინა პროპაგანდისტებისთვის, რომ არ გადაეღოთ .
მაგრამ გადაღება არ შეუწყვეტიათ.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ალჩევსკში, HIMARS-ის წყალობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს დამპყრობლების საწყობები. – ინფორმაციას ავრცელებს, სამხედრო-ანალიტიკური ცენტრი World Military.