ვოლოდიმერ ზელენსკი და მთელი ცივილიზებული სამყარო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან სასწორის ერთ პინაზე ევროპის მშვიდობა და ერთიანობა დგას, მეორე მხარეს კი რუსული დამპყრობლური პოლიტიკა, ოკუპაციის შემდეგი ტალღა და აფხაზეთის/ცხინვალის პროცესების გაგრძელება ცენტრალური ევროპისკენ. რუსული სამხედრო დანაყოფები დაიძრნენ დონბასსა და ლუგანსკში,სადაც მოხდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, აი მანდ გამოჩნდება, თუ რა გეგმას დაუპირისპირებს ზელენსკი და დასავლეთი – რუსეთს. თუ ყველაფერი ვითარების უფრო მეტად ესკალაციისკენ წავიდა არ არის გამორიცხული გამთენიისას მცირედი შეტაკებები მოხდეს.
ბორის ჯონსონი – ამ კრიზისის დროს ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული პოზიციის დამცველი და ერთგული პარტნიორი უკრაინის, მათ გვერდშია და შუა პრესკომფერენცია დატოვა ,რათა სატელეფონო კავშირზე გასულიყო ზელენსკისთან. ეს ინდიკატორია, იმისა რომ ბრიტანეთი ყველანაირ მოცემულობაში აქტიურად ერთვება. როდესაც ბრიტანეთის კონტექსტს ვახსენებთ უკრაინასთან დაკავშირებით შეცდომაა პოლონეთის გამოტოვება, რადგან ამ სამი ქვეყნის კოალიცია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ საჭირო უკრაინისთვის.ანჟეი დუდას საპრეზიდენტო სასახლეში მობილიზებაა გამოცხადებული და სავარაუდოდ ისინიც პირდაპირ კავშირში არიან ოფიციალურ კიევთან.
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სანქციები დაეკისრება რუსეთს ხვალ დილიდანვე, რასაც დაემატება მთელი რიგი სხვა ღონისძიებები, რაც რუსეთს მაქსიმალურად შებოჭავს და მარწუხებში მოაქცევს. იგი ფიქრობს, რომ ეკონომიკური ბოჭვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია მათ შესაჩერებლად. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც იმავე დაანონსა და სანქციებით დაემუქრა კრემლს.
მთელი ცივილიზებული სამყარო ფეხზეა და ელოდება მოვლენათა განვითარებას , ისტორია ამ წუთებში იწერება და შესაძლოა რუსეთის ფედერაციის დაშლის დასაწყისის მომსწრენი ვართ…