სააკაშვილის მკურნალობაზე მზაობა აშშ – დან გამოთქვეს

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტისთვის კვლევების ჩასატარებლად ორმა ამერიკულმა კომპანიამ მზაობა გამოთქვა

  • “იყო მწოლიარე მდგომარეობაში, დილიდან არ ავმდგარვარო მითხრა, თავბრუსხვევები მაქვსო. რაც შეეხება ექსპერტიზებს, აშშ-დან ჩამოვიდა წერილები ორი საექსპერტო ბიუროდან. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ამ სიტუაციაში არის რაც შეიძლება სწრაფად შევარჩიოთ ისეთი საექსპერტო ბიურო იქნება ეს ამერიკული თუ ევროპული, რომელიც ძალიან სწრაფად მოახერხებს იმის ორგანიზებას, რომ ჩამოვიდნენ, შეამოწმონ, ჩაატარონ ექსპერტიზა. მთავარი აქ არის, ხელი არ შეგვიშალოს ჯანდაცვის სამინისტრომ და მოგვცეს სათანადო დოკუმენტები” ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.