სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს ფოთში

ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია იმართება ფოთშიც. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და პროტესტის მონაწილეები მერიის შენობის წინ შეიკრიბნენ. მათ თან ჰქონდათ ბანერი წარწერით – “თავისუფლება მიშას”.

პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის უფლება მიეცეს. 

როგორც ენმ-ში ამბობენ, რეგიონებში აქციებს საინფორმაციო ხასიათი აქვს, რომ ხალხი 20 თებერვალს დაგეგმილი აქციისთვის გაერთიანდეს. 

დღეს აქციები გაიმართა ლაგოდეხსა და ხაშურშიც.