სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი დღეს, 11:00 საათზეა დანიშნული.

პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ დაესწრება მიხეილ სააკაშვილი. სავარაუდოდ, პროცესი ისევე როგორც გასული სხდომები, გადაიდება.