სააკაშვილი: არ ჩაასხათ საწვავი “ლუკოილში”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა – მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა და ქართველ ხალხს მოუწოდა, რომ არ ჩაასხან საწვავი რუსულ ბენზინ-გასამართ სადგურებში.

„მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანამემამულეს, ნუ ჩაასხავთ საწვავს “ლუკოილში”. ჩვენ ამით უკრაინისა და საქართველოს ოკუპანტებს ბავშვების მკვლელობაში ვახალისებთ. “ლუკოილში” შეუძლია ჩაასხას “ალტ-ინფოს” და ივანიშვილის ხელის ბიჭებს. ნამდვილი ქართველი, არ შეიძლება, რაიმე ფორმით ოკუპანტის მანქანის ნაწილი იყოს“, – აცხადებს სააკაშვილი.