სააკაშვილი: გავუძლებთ და გავიმარჯვებთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა – მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი “ტვიტერის” საშუალებით განცხადება გაავრცელა, სადაც ისაუბრა რუსეთის მიერ კონკრეტული ტერიტორიების დაბომბვასთან დაკავშირებით. ასევე პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკრაინელებს გამძლეობა და გამარჯვება უსურვა.

“რუსეთმა დაბომბა დარნიცას ავტოსარემონტო ქარხანა. შორეულ 80-იან წლებში მე გამიწვიეს სასაზღვრო ჯარებში შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიიდან. არაფერი, გავუძლებთ და გავიმარჯვებთ”- წერს სააკაშვილი.