სააკაშვილი: გაზაფხულზე მთავრობა შეიცვლება

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა – მიხეილ სააკაშვილმა, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ძალიან საინტერესო განცხადება გაავრცელა. პრეზიდენტი სააკაშვილი ფიქრობს, რომ გაზაფხულზე საქართველოში მთავრობა აუცილებლად შეიცვლება.

“გეგმა არის შემდეგი – გაზაფხულზე მთავრობის შეცვლა, წლის ბოლომდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამ წელს, აფხაზეთის და ცხინვალის საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში რეინტეგრაციის დაწყება“ – განაცხადა სააკაშვილმა.