სააკაშვილი: გვეყო პარლამენტარობანას თამაში

მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტის წევრებს მიმართა სასამართლო სხდომიდან, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას – გვეყო პარლამენტარობის თამაში! მე არ მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ პარლამენტიდან, არა, იყავით პარლამენტში, მაგრამ ცივილიზებული კითხვა-პასუხი, აბა ამ საკითხზე რას ფიქრობთ… ერთ საკითხზეა მხოლოდ სალაპარაკო – როდის წახვალთ ამ პარლამენტიდან, როდის მოშორდებით ხელისუფლებას. სხვა კითხვა-პასუხი, დღესდღეობით, არ შეიძლება იყოს. საუბარია საქართველოს გადარჩენაზე”- აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი