სააკაშვილი: პუტინის თვალებში წაგება და შიში იკითხება

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა – მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი “ტვიტერის” საშუალებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ პუტინი ამ ომში მარცხდება და ეს მის თვალებშიც ძალიან კარგად იკითხება.

“მე ვიცნობ პუტინს, 30 ჯერ შევხვედრილვართ და მის წინააღმდეგ ომიც მქონდა, ის იქცევა როგორც ქუჩის ხულიგანი და მისი სამხედროებიც ანალოგიურად. მის თვალებში დამარცხებას და დიდ შიშს ვხედავ”- წერს პრეზიდენტი სააკაშვილი.