სააკაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ჩაუტარეს ანალიზები. უცნაური ის ფაქტი გახლავთ, რომ მისმა ადვოკატებმა ამ ამბავთან დაკავშირებით არაფერი იცოდნენ, მხოლოდ დღეს გაიგეს პრეზიდენტი სააკაშვილის საავადმყოფოში წაყვანის ამბავი.

ანალიზების პასუხები არც თუ ისე სახარბიელოა, მისი მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, კიდურებს იგი ვერ გრძნობს და სასწრაფოდ საჭიროებს მრავალპროფილურ კლინიკაში მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა.