ხვალ რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტების საგანგებო შეხვედრა გაიმართება,
რის შემდეგაც, პუტინი შეხვდება აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. პრეზიდენტებს, 21 თებერვალს კი, პუტინი საგანგებო განცხადებით რუსეთის მოსახლეობას მიმართავს,
აქედან, ორი დღის შემდეგ, 23 თებერვალს, ვლადიმერ პუტინი გამართავს შეხვედრას რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის საერთო კრებაზე, სადაც როგორც დაგვიანონსეს მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდება და გარკვეული აუცილებელი გადაწყვეტილებები მიიღება.
ჯერჯერობით, უახლოეს დღეებში რუსეთის პრეზიდენტის დაგეგმილი აქტივობების კავშირის ან საერთო მიზნის შესახებ ინფორმაცია უცნობია და სავარაუდოდ, კონტურები მომდევნო დღეებში გამოიკვეთება.
რაც შეეხება ლუკაშენკოს, დღეს მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბელარუსის მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება რუსეთთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში, თუ კი მოხდება თავდასხმა ბელარუსის ტერიტორიაზე.