“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” იუსტიციის სამინისტროდან დათხოვნილ პირებს დაიცავს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ ისინი დაიცვენ ყველა იმ პირის უფლებებს, კერძოდ საუბარია 18 ადამიანზე, რომლებმაც სამსახური დატოვეს თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის დროს.

მათ განცხადებაში ვკითხულობთ:

“როგორ აზარალა ბიუჯეტი იუსტიციის სისტემაში წულუკიანის უკანონო გადაწყვეტილებებმა.

მოგვმართეთ იურიდიული დახმარებისთვის, თუ თვლით რომ უკანონოდ დაგითხოვეს საჯარო სამსახურიდან.

ჩვენ დავიცავთ თქვენ უფლებებს!

დახმარებისთვის მოგვმართეთ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ოფისებში.

„5 დასრულებული საქმის შედეგად 202 672 ლარია გადახდილი. 129 500 ლარი სასამართლოში მიმდინარე საქმეებზეა დაკისრებული და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებამდე ეს თანხა ყოველთვიურად იზრდება.