აი სრულიად უგუნურებაა იმის წერა (რომც გჯეროდეთ, და ვისაც სჯერა ძალიან ცუდი), რომ “სახალხო პროტესტის შემთხვევაში რუსეთი აქაც ჯარით ჩაახშობს” , რომ “ვიღაცას ზედმეტად პასუხისმგებლიანს ხალხზე პასუხისმგებლობა აკისრია და ამიტომ ერთი ტყვიაც რომ გავარდეს თავს არ იცოცხლებს… რა ფასი ექნება მის სოცოცხლეს” და მსგავსი.
ჯერ ერთი, არავის უთქვამს, რომ ქუჩაში გამოსვლა და სახალხო პროტესტი აუცილებლად ყაზახური სცენარით უნდა წარიმართოს და განვითარდეს (რბევას, პოლიციასთან, ან ჯართან შეხლა-შემოხლას ვგულისხმობ).
მეორეც ის, რომ ბარემ ბიძინასთან აუდიენცია მოიწყვეთ და დაამშვიდეთ, რომ არც პარლამენტიდან გამოსვლას აპირებთ, გაძვირებული ფასებიც გკიდიათ და საერთოდაც ბუზის გაფრენის ხმასაც გაიგებს რუსთაველზე სოლოლაკიდან, როგორადაც დღეს საახალწლო ნაძვის ხის მორთულობით ტკბება, წინა წლებისგან განსხვავებით.2024-მდე მისაგორებლად გაგიხდათ საქმე ხომ?!