სამართალში დაკარგული სასამართლო

სამწლიანი ბრძოლის პირველი და მთავარი ეტაპი მოგებულია. სამი წელია ვამტკიცებ, რომ არავითარი ფულის გათეთრება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეში არაა და დღეს სასამართლომ ეს დაადასტურა.

სასამართლომ გაამართლა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრებაში, მაგრამ სიტყვა გამართლება რომ არ გამოეყენებინა, მის ნაცვლად გამოიყენა სიტყვა გადაკვალიფიცირება და განაჩენი დაადგინა მუხლით -თაღლითობა, ამასთან ვერც სასჯელი დააკისრა და ნასამართლებიც არ იქნებიან.

რაც შეეხება ,,თაღლითობას”არავითარი თაღლითობა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ქმედებაში არ არის და არავინ აპირებს ხანდაზმულობას და ამინისტიას ამოეფაროს !ამასთან:

1. თვით პროკურატურას გამოტანილი აქვს დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ.ანუ პროკურატურამ რაზეც არ დაიწყო დევნა ხანდაზმულობის გამო, იმაზე სასამართლომ დაადგინა განაჩენ.

2. აღნიშნული განაჩენის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ნასამართლევად არ ითვლებიან ( სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი )

3. სასამართლოს საერთოდ დაავიწყდა, რომ ეს თაღლითობის მუხლი ხანდაზმულთან ერთად ამნისტირებულია და ამ ამნისტიას სჭირდება დაზარალებულის თანხმობა, უბრალოდ საქმეზე დაზარალებულად არავინ არის ცნობილი

4. პირი, რომელიც დაზარალებული შეიძლება მოიაზრო – ,, თი ბი სი ბანკი” არ მიიჩნევს თავს დაზარალებულად.

რომ შევაჯამოთ: სასამართლომ თქვა, რომ სამი წელია პროკურატურა და სახელმწიფო, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ფულის გათეთრების ბრალდებით დევნას ახორციელებს უსაფუძვლოდ, ხოლო მეორე მუხლი თაღლითობა არის ხანდაზმული, ამნისტირებული, დაზარალებულის არმქონე, რომლითაც სასჯელის დანიშვნა არ შეიძლება და პირი ნასამართლევიც ვერ იქნება.

ზვიად კორძაძე.