პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები

ბაიდენის დღევანდელ განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება გიორგი კალანდია და დასძენს: “ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება არის კიდევ ერთი დასტური იმისა რაც არაერთხელ მითქვამს: არსებობს მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესები! პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და პარტნიორები, ჩვენისთანა პატარა ქვეყნები მოქმედებენ მხოლოდ ისე როგორც ეს მათ ინტერესებს აწყობს! ბრიყვები ვიქნებით თუ აქლემების ჩხუბში საკუთარ ქვეყანას გასაჭყლეტი კოზაკის როლში ჩავაყენებთ! უნდა ვიმოქმედოთ ერთადერთი პრინციპით: “საქართველო უპირველეს ყოვლისა”!