წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევით უკმაყოფილო ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელით მიმარტვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ჯერ იყო ჩხოროწყუ, ახლა წალენჯიხა, კიდევ რა უნდა მოიმოქმედოს გახარიამ, საზოგადოება რომ დარწმუნდეს მისი და ნაცმოძრაობის შეხმატკბილებულ ალიანსში? ნაცებთან, მის ბელადთან, სულ მცირე, ურთიერთობაც კი ხომ ქვეყნის და სამართლიანი არჩევნებით მოსული ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია? გულით მინდა დავიჯერო, პარტია “საქართველოსთვის” წევრებს, მის ამომრჩეველს, რომლებსაც გახარია მესამე პოლიტიკური ძალა ეგონათ და ქვეყნის კეთილდღეობისთვის მასში გაერთიანდნენ და მისცეს ხმა, დაფიქრდებიან მაინც, უნდათ ლიდერი, რომელიც ნელ-ნელა მეგი გოცირიძეში “იზილება”?მოკლედ, დღეს გახარიას ნაციონალიზაცია საბოლოოდ გაფორმდა!”