სასამართლო ამბოხის ქრონიკები

ზურაბ ქადაგიძე თვლის, რომ მადდება სასამართლო ამბოხი და ამის საპასუხოდ მაგალითები მოჰყავს.

როგორც 2 თვის წინანდელ წერილში აღინიშნა, ნაც. მოძრაობა და მისი სატელიტები სასამართლო სისტემის პოლიტიკურ პროცესში ჩათრევა დაიწყეს, რაშიც იყენებენ კონკრეტულ მოსამართლეებს, მათ შორის აქტიურ და წამყვან როლს ასრულებს განაწყენებული მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი (რომელიც რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა არ აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ) და მისი მეუღლე – ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების შ.ს.ს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი დავით მესხიშვილი. სწორედ მათი მეშვეობით ხდება ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან ამ „პროტესტის“ კოორდინირება.ეხლა როგორც ჩანს პროტესტის მორიგი „ტალღა“ მზადდება სასამართლოს შიგნით. ამ ყველაფრის ბანალურ მიზეზად კი წინა წლის ბოლოს სასამართლოს კანონმდემლობაში პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებას ასახელებენ. მათ წერილიც კი გაავრცელეს (14 მოსამართლის ხელმოწერით), სადაც ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს. მთავარი, რაც მათთვის მიუღებელია, რომ იკრძალება მოსამართლის საჯარო განცხადებებში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა ანუ მარტივი დათქმა, რაც ისედაც ვალდებულია მოსამართლემ დაიცვას და ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის საასამართლოს მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, ამ ჯგუფისთვის იქცა თურმე მიუღებლად. ანუ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ პოლიტიკურ შინაარს ატარებს მათი ვითომდა „დამოუკიდებლობისთვის“ ბრძოლა და უფრო მეტიც, სწორედ ამ მიმართულებით აპირებენ ისინი შემდგომ თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას და ამ შემთხვევაში ამუშავდა ძველი გამონათქვამი „ქურდს ქუდი ეწვის“.ეხლა სარკისებურად შემოვაბრუნოთ რაკურსი და კიდევ უფრო მკაფიო გახდება ყველაფერი: ყოფილმა ხელისუფალმა და ქვეყნის პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი წლის დღეებში პირველი გზავნილი, რაც კი შემოთვალა თავის ახალ ადვოკატთან გიორგი მშვენიერაძესთან შეხვედრის შემდეგ, 5 იანვარს ეს იყო სწორედ მოსამართლეების და პროკურორების ე.წ. „შავი სიის“ შედგენა და „ხალხის მტრებად“ მათი გამოცხადება. შეგახსენებთ, რომ წინა წერილში მე ავღნიშნე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მოსამართლეების ამბოხის კოორდინაციას სწორედ მშვენიერაძე და მისი მეუღლე გვანცა წულუკიძე ახდენენ და ამ ჯერზეც ეს დადასტურდა. უბრალოდ, პრიმიტიუალდ შეეცადნენ ამ ყველაფრის შეფუთვას და ახალი წლის პირველივე შეხვედრა სააკაშვილს ჰქონდა 5 იანვრის დილას მშვენიერაძესთან და სწორედ მან დაარწმუნა ამ გზავნილის გაჟღერების საჭიროებაში (რომ მეამბოხე მოსამართლეები განმტკიცებულიყვნენ, ხოლო სასამართლოში დანარჩენები დაშინებულიყვნენ), თუმცა ეტყობა მოერიდა საკუთარ „ლუსტრაციას“ და ეს გზავნილი გააჟღერებინეს იმავე დღეს მოგვიანებით შესულ ეკონომიკის ექსპერტ რომან გოცირიძეს, რომელსაც არასოდეს სამართლებრივ საკითხებზე არ უსაუბრია და შემხებლობაც კი არ ჰქონია. უფრო მეტიც, წინასაახალწოდ გაჟღერებული იყო, რომ სააკაშვილი ახალ ეკონომიკურ კონცეფციაზე მუშაობს და გოცისრიძისთვისაც მოულოდნელად, ციხიდან გამოსვლისას მოუწია საუბარი არა ეკონომიკაზე, არამედ მოსამართლეების შავ სიაზე.