სააკაშვილმა გახარიას ახალი დავალების შესრულება დააკისრა

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას ახალი დავალების შესრულება დააკისრა. „ძირითადი ამოცანა – „ოცნებისთვის“ ე.წ. სარეფერენდუმო ნიშნულისთვის არჩევნებზე შედეგის დაწევა – გიორგი გახარიამ ნაწილობრივ შეასრულა და ხმების 10%-მდე „ოცნებას“ წაართვა, მაგრამ ღარიბაშვილი-კობახიძის ტანდემმა ეს ხელოვნურად შექმნილი დეფიციტი თავისუფლად გადალახა. ამჟამად პატიმარმა სააკაშვილმა გახარიას მეორე ტიპის დავალების შესრულება დააკისრა, რომელმაც ორიოდე დღის წინ ციხიდან მიმართა საკრებულოების დეპუტატებს“, – აცხადებს ქართველიშვილი.