გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის პალატაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები 2021 წლის 30 დეკემბერს (მისი რუსთავში გადაყვანის მეორე დღეს) სრულად წაიშალა. ცხადია, გამოძიებას ინტერესი ქონდა ამ ჩანაწერების მიმართ, იქ განვითარებული 2 ეპიზოდის გამო, რასაც სააკაშვილის წინააღმდეგ ძალის გამოყენება ახლდა.გორის ჰოსპიტალის დირექტორის მრჩეველი უსაფრთოხების საკითხებში, რომელმაც ჩანაწერები წაშალა, სუს-ის მეოთხე მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი – დავით ღანიაშვილი აღმოჩნდა-წერს გიორგი მშვენიერაძე.
•