თბილსერვის- ჯგუფის ხელმძღვანელი, რომეო მიქაუტაძე დააწინაურეს – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, რომეო მიქაუტაძე მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
უწყების ცნობით, მიქაუტაძე ენერგეტიკის მიმართულებას ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ე.წ. მეეზოვეების სკანდალით გახდა ცნობილი. სწორედ მისი და კახა კალაძის მისამართით ისმოდა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სკანდალური ბრალდებები. და ეს ბრალდებები ძირითადად კორუფციული ხასიათის იყო.
მიქაუტაძეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შპს „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორის პოსტი 2019 წელს ჩააბარა. მანამდე კი მიქაუტაძე შპს „ენერგოტრანსის“ ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი “ესკოს” გენერალურ დირექტორად დაინიშნა.