სამხედრო-ანალიტიკური ცენტრი World Military საკმაოდ მნიშვნელოვან ანალიტიკურ სურათს გვიხატავს, თუ როგორ განვითარდება ვითარება მოვლენები უკრაინაში.
სულ მცირე დრო დარჩა მანამ, სანამ რუსეთი უკრაინაში სტრატეგიული ინიციატივის დასაბრუნებლად ახალ ფართო მასშტაბიან შეტევას წამოიწყებს,
შეტევას, რომლის მთავარი ინტერესი იქნება რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ბოლო გაცხადებული მიზნის შესრულება – დონბასის რეგიონის “გათავისუფლება”,
რა თქმა უნდა, სტრატეგიული ინიციატივის დასაბრუნებლად, დონბასის რეგიონის სრულად დაკავების გარდა, რუსეთს აქვს რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი მიზანიც, რომლის კომპლექსურად განხორციელების შემთხვევაში არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსეთმა დაიბრუნოს ომში სტრატეგიული ინიციატივა და განაგრძოს ომი მისი კარნახით ან მისთვის მისაღები პირობებით გადავიდეს გაყინული კონფლიქტის ეტაპზე(მანამ სანამ კვლავ არ დააგროვებს ინ რაოდენობის ძალებს, რომელიც საკმარისი იქნება კიევზე შესატევად).
აქვს თუ არა რუსეთს ძალები ახალი ფართო მასშტაბიანი ოპერატიული დონის შეტვის(ების) საწარმოებლად?
ამ კითხვაზე, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არის, რომ აქვს,
თუმცა უნდა განვსაზღვროთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოცემულობა,
დიახ, რუსეთმა მიმდინარე ომის საწყისი და შუა ფაზების განმავლობაში, საკუთარი პროფესიული ჯარის 50%-ზე მეტი დაკარგა(მოკლული/დაჭრილი/ტყვე)
დიახ, რუსეთმა მიმდინარე ომის საწყისი და შუა ფაზების განმავლობაში, აქტიურ შეიარაღებაში მქონე, შედარებით თანამედროვე საშტატო მძიმე საბრძოლო ტექნიკის 50%-ზე დაკარგა,
დიახ, რუსეთმა სამხედრო თვალსაზრისით ნაკლებად ეფექტიანი მასიური გამოყენებით, საკუთარი თანამედროვე კონვენციური სარაკეტო შეიარაღების 75-80%-ზე მეტი გახარჯა(არსებულ მარგაბეზე და მიმდინარე წარმოებაზე უკვე რამდენიმეჯერ დავწერეთ),
წარუმატებლობა ომის საწყის ფაზაში – რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ საერთო ჯამში მიახლოებით ~250 000-იანი სამხედრო დაჯგუფებით განიზრახა უკრაინაზე თავდასხმა და კიევის აღება, რაც მთავარია დასავლური მეთოდებით, რომელიც პირდაპირპროპორციულად გულისხმობდა საბრძოლო მოქმედებების ზონებში სწრაფ მანევრებს, საჰაერო ბატონობას და მასიური სარაკეტო დარტყმების მაღალ ეფექტურობას,
საბედნიეროდ, დასავლური მეთოდებით ომი რუსეთის ფედერაციას არ გამოუვიდა,
მიზეზები კი მარტივია,
საბჭოთა მენტალობაზე გამოზრდილ რუს საშტაბო და საველე ოფიცრებს არ და ვერ ქონდათ ავტონომიურობის ის ხარისხი, რომელიც საჭირო იყო საბრძოლო მოქმედებების ზონებში სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად, მართვის საბჭოთა/რუსულმა ვერტიკალმა კი, მნიშვნელოვნად შეაფერხა მანევრების ეფექტურობა და სისწრაფე,
რუსულმა ლოჯისტიკურმა ქვედანაყოფებმა ვერ უზრუნველყვეს მრავალ ასეულ კილომეტრზე მხოლოდ გზატკეცილებით შეჭრილი მოიერიშე რუსული მექანიზებული ნაწილების ეფექტური უზრუნველყოფა,
რუსულმა ავიაციამ ვერ შეძლო უკრაინის ცაზე ბატნობის მოპოვება და მოიერიშე რუსული მექანიზებული ქვედანაყოფების ზურგისა და ფლანგების ეფექტური საჰაერო მხარდაჭერა, რაც კრიტიკულად აუცილებელია გზატკეცილების და მაგისტრალების გამოყენებით წამოწყებული შეტევის პირობებში,
რუსული ზუსტი დამიზნების რაკეტები საბედნიეროდ ვერ აღმოჩნდნენ ისეთი ზუსტები, როგორიც საჭირო იყო, საკმარისი რაოდენობით უკრაინის სიღრმეებიშ განთასვებული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად,
და ბოლოს, რუსეთის მიერ ომის დასაწყებად და დასახული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად დაგროვებული ძალები არ იყო საკმარისი,
თავის მხრივ, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უკრაინელი საზოგადოების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით შეძლო, შეტევაზე გადასული რუსული ჯარების ყველა პრობლემატური ფაქტორის ეფექტიანი ათვისება და კონტრმოქმედებების დახვედრება,
მათ შორის, საოცრად გამბედავი მოქმედებები მტრის ზურგში, საბჭოთა ავიაციისა და ჰსთ სისტემების მაღალი ეფექტურობით კომპლექსური გამოყენება, მობილური თავდაცვის და ეფექტური ტაქტიკური კონტრშეტევების განხორციელება,
ასეთ პირობებში, ყოველდღიურად უზომოდ გაზრდილი დანაკარგებისა და უკრაინელთა მიერ წარმოებული კონტრშეტევების ფონზე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვა უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონები.
უშუალოდ პირველი ფაზის ჩაფლავების შემდეგ დაწყებული მეორე ფაზის წარუმატებლობა, უმნიშვნელოვანესად განსაზღვრა უკრაინის ტერიტორიაზე შემორჩენილი რუსული ძალების რაოდენობრივმა სიმცირემ, რომელიც არ იყო საკმარისი არც ეფექტური მობილური თავდაცვისთვის და არც ეფექტური მანევრული შეტევისთვის,
- ამას დაემატა, უკრაინის შეიარაღებულ ძალების შეიარაღებაში მიღებული დასავლური ზუსტი დამიზნების არტილერია, რომელთაც რუსების მიერ უკვე დაკავებულ უკრაინულ ტერიტორიებზე, მაღალი ეფექტურობით შეძლეს ფრონტის ახლო ზურგში განთავსებული რუსული საბრძოლო, საწვავი-საპოხი მასალის, ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის წერტილების, საველე და მუდმივი ბაზების, სამეთაურო შტაბების და მაღალი საბრძოლო ღირებულების მქონე სამხედრო ტექნიკის, მათ შორის მობილური და სტაციონარული ჰსთ სისტემების განადგურება,
რამდენიმე ოპერატიულ მიმართულებაზე თავდაცვისათვის და ამვდროულად შეტევისათვის საჭირო არასაკმაირის რუსული ოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის პირობებში, უკრაინის გენშტაბმა წარმატებით გამოიყენა არსებული შესაძლებლობების ფანჯარა და კომპლექსური მრავალმხრივი შეტევითი კომბინირებული ოპერაციების კასკადით შეძლო ხარკოვისა და ხერსონის რეგიონში მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაბრუნება,
რუსეთის გენშტაბმა, ხარკოვიდან და ხერსონიდან (მდ.მარჯვენა სანაპირო) ძალების გადაჯგუფებით ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და დონეცკის ფრონტზე მოახერხა უკრაინელთა შემტევი ბიძგის შეფერხება მობილიზებულთა მასების მიღებამდე და მკვეთრი რაოდენობრივი უპირატესობის მიღწევამდე,
თავის მხრივ, გადაჯგუფებული და სიღრმისეულ თავდაცვაზე გადასული რუსული ძალების პირობებში, უკრაინელთა შემდგომი ოპერატიული დონის კონტრშეტევების გასაგრძელებლად აუცილებელი იყო მძიმე ჯავშანტექნიკა,
რომლის მიღება, რაოდენობრივად და ხარისხობრივად საკმარისი ოდენობით მხოლოდ დასავლური ჯავშანტექნიკის მიღებით იყო შესაძლებელი,
თუმცა, აქ უკვე დასავლურმა ბიუროკრატიამ და დასავლეთში არსებულმა აზრთა სხვადასხვაობამ, დაკარგა მთელი ზაფხულის ბოლო და მთელი შემოდგომის პერიოდი, როდესაც შესაძლებელი იყო, უკრაინისთვის მძიმე ჯავშანტექნიკის კრიტიკული მასის გადაცემა, რითაც გაგრძელდებოდა უკრაინული კონტრშეტევები ჯერ კიდევ შემოდგომის პერიოდში, მანამ სანამ რუსეთი შეძლებდა საკმარისად მობილიზებულთა მასის და კონსერვაციიდან მოხსნილი სამხედრო ტექნიკის დაგროვებას საბრძოლო მოქმედებების ზონებში,
მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს პრინციპიდან გამომდინარე, დასავლეთის მიერ, უკრაინისთვის მძიმე ჯავშანტექნიკის გადაცემის საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთისათვის დადგა მომენტი, როდესაც მხოლოდ თავდაცვით ვეღარ შემოიფარგლებოდა და აუცილებელი გახდა, სწრაფი ფართომასშტაბიანი შეტევითი მანევრების წარმოება,
რადგან დასავლური მძიმე ტექნიკის მიღება/ათვისების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალები აუცილებლად შეძლებენ, მათ შორის მობილიზებულთა მასებით გამაგრებული რუსული თავდაცვის ხაზების გარღვევას და ტერიტორიების დაბრუნებას, რაც რუსეთისთვის საბოლოო დამარცხების განაჩენია,
სწორედ ამიტომ, რუსეთის გენშტაბმა დაჩქარებულად დაიწყო მომავალი შეტევისთვის მზადება, მათ შორის გამოიყენა და იყენებს ბელარუსის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ინფრასტრუქტურას, საოფიცრო კორპუს და სამხედრო ტექნიკას, რომელთა დახმარებით დაჩქარბულ რეჟიმში ცდილობს მობილიზებულთა მასების წვრთნებს,
პარალელურად, ბელორუსის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო მოძრაობები, პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჩრდილოეთიდან ხელახალი შეტევის წამოწყების რისკების გათვალისწინებით, რაც დღემდე ბოჭავს მსხვილ უკრაინულ ძალებს ბელარუსის საზღვართან,
ახლა რაც შეეხება დღეს არსებულ სიტუაციას,
ბოლო მონაცმებით, ამ ეტაპზე, უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება 320 000 რუსი სამხედრო(მობილიზებულებიანად), რაც დაახლოებით 1.5-2-ჯერ მეტია, ომის პირველ ფაზაში უკრაინაში შეჭრილ რუსულ ძალებზე, დამატებით 180-200 000 მობილიზებული იმყოფება, უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის საზღვრებთან. ამავდროულად, გაითვალსიწინეთ, რომ ჯერ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ არის დაკომპლექტებული დასავლური ჯავშანტექნიკით, ამიტომ რუსეთს კვლავ გააჩნია რაოდენობრივი და გარკვეულ ასპექტებში ხარისხობრივი უპირატესობა როგორც ცოცხალ ძალაში, ისე მძიმე საბრძოლო ტექნიკაში(კონსერვაციიდან მოხსნილი, აღდგენილი და განახლებული),
ასევე, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი – რუსეთი ომის წარუმატებელი ფაზების მსვლელობის განმავლობაში ცვლიდა საკუთარ ძირითად სამხედრო-პოლიტიკურ მიზანს, რომელიც თავდაპირველი უკრაინის დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციიდან დონბასის რეგიონის გათავისუფლებამდე დავიდა, რამაც საბრძოლო მოქმედებების თეატრის ზომა რამდენჯერმე შეამცირა. ეს კი იძლევა საშუალებას, რომ დღეს რუსეთის გენშტაბის ხელთ არსებული ძალები კიდევ უფრო მეტი კომპაქტურობით, სიმჭიდროვით და მასიურობით განთავსდეს არსებულ საბრძოლო მოქმედებების ზონეში.
დონბასის გათავისუფლება არის ის ამოსავალი წერტილი, რომლის გამოყენებას ამ დრომდე წარმატებით ცდილობს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საზოგადოებაზე ეფექტური პროპაგანდის განსახორციელებლად, ხოლ მისი რეალური ხელშესახები დაკავება, რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად გაუხსნის რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ხელფეხს, როგორც ქვეყნის შიგნით ომისთვის საჭირო ადამიანური-ფინანსური-ტექნიკური რესურსების მობილიზებისას საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ისე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უშუალოდ ფრონტზე შემდგომი წარმატებისთვის,
დროებით დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად უკრაინელთა შეტევამდე, რუსეთის გენერალური შეტევის მოსამზადებელი პერიოდი უკვე დასრულდა და ნებისმიერ დროს შესაძლოა დაიწყოს შეტევა, უკრაინის ფრონტის სამხრეთ და აღმოსავლეთ ოპერატიულ მიმართულებებზე,
თუ კი ვიმსჯელებთ, ძალების კონცენტრაციით, მოსალოდნელია ორი ძირითადი შეტევის მიმართულება, ერთის მხრივ ხარკოვი-ლუგანსკის მიმართულებიდან სვატოვო-კრემენნაიას ხაზზე და მეორეს მხრივ დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების კვეთაზე გულიაპოლი-უგლედარი-ვოდიანიეს ხაზზე,
ამავდროულად, ამ ეტაპზე გვაქვს მესამე მიმართულებაც, უშუალოდ დონეცკის რეგიონის ცენტრალურ და ჩრდილოეთ სექტორში, რომელსაც პირობითად შეგვიძლია დავარქვათ ბახმუტის მიმართულება,
ასევე, მარტივი მისახვედრია, რომ უწყვეტი შეტევები ბახმუტზე და მიმდებარე რაიონებში, არის საერთო რუსული გეგმის ნაწილი, რომელმაც უნდა შებოჭოს დონბასში მყოფი უკრაინული დაჯგუფება ფლანგებზე შეტევის წინ,
ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან წარმოებულ შეტევების მიზანი პირველ რიგში არის დონბასის რეგიონის სრულად დაკავება, შემდეგ დონბასის რეგიონის და ხარკოვის რეგიონის კვეთაზე ბუფერული ზონის შექმნა, ზაპოროჟიეს რეგიონში პოტენციური უკრაინული კონტრშეტევების პლაცდარმების დაკავება და რუსული თავდაცვის სიღრმის ზრდა,
ამ მიზნების წარმატებით მიღწევის შემთხვევაში, რუსეთის გენშტაბი შეძლებს სტრატეგიული ინიციატივის მოპოვებას და თავისი წესებით განსაზღვრავს ომის შემდგომ მსვლელობას,
არსებობს მოვლენთა განვითარების 3 შესაძლო სცენარი,
1 – მოცემულობითი რუსული უპირატესობის მიუხედავად, უკრაინის გენშტაბმა დონბასისთვის ბოლომდე ბრძოლა არჩია, მიიღო დიდი დანაკარგები ან ალყაში მოექცა მსხვილი უკრაინული დაჯგუფება და საბოლოოდ მაინც დაკარგა დონბასი, ზემოთ ჩამოთვლილი წინაპირობებით(ზაპოროჟიეს მიმართულებით პლაცდარმების დაკარგვით და ხარკოვ-ლუგანკის მიმართულებით ბუფერული ზონის შექმნით), ასეთ დროს, რუსული ძალები მიიღებს მნიშვნელოვან უპირატესობას შეტევის გასაგრძელებლად ზაპოროჟიე-დნიპროპეტროვსკი-ხარკოვის რეგიონების სიღრმეებისკენ.
2 – რუსული ძალები შეძლებენ ეფექტურად უკრაინული თავდაცვის ხაზების გარღვევას, პარალელურად კი, უკრაინის გენშტაბი თავდაუზოგავი წინააღმდეგობის ნაცვლად უკან დახევას ამჯობინებს და ზურგში გადაჯგუფდება, რითაც დაზოგავს ცოცხალი ძალის რესურსებს, პარალელურად მაღალი ეფექტურობით ამუშავებს დონეცკის სიღრმეებში გაშლილ მსხვილ რუსულ ძალებზე ზუსტი დამიზნების არტილერიას, აღნიშნული კი მნიშვნელოვნად შეაფერხებს მოიერიშე რუსული ძალების შეტევის იმპულს და გაართულებს შემდგომ მანევრულ შესაძლებლობებს. ასეთ პირორბებში, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეცდება დონბასის დაკავებით სამხედრო ოპერაციის მიზნები შესრულებლად გამოაცხადოს და გადავა კონფლიქტის გაყინვის მოქმედებებზე, არ გამოვრიცხავ ბირთვული შანტაჟის უმაღლეს დონემდე აყვანას, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში ბირთვული შეიარაღების შეტანას.
3 – მოსალოდნელი რუსული მრავალმხრივი ოპერატიული დონის შეტევები, უკრაინელთა ეფექტური თავდაცვის პირობებში ვერ ახერხებს ხელშესახებ წინსვლას ვერცერთი მიმართულებით, რაც გამოიწვევს ძალიან დიდი დანაკარგებს რუსულ ცოცხალ ძალაში და სამხედრო ტექნიკაში, მათ შორის შემდგომი თავდაცვის უზრუნველსაყოფადაც, ამ დროის განმავლობაში, უკრაინა იღებს საჭირო დასავლურ მძიმე საბრძოლო ტექნიკას, აფორმირებს მსხვილ მოიერიშე დაჯგუფებებს და იწყებს ფართო მასშტაბიან კონტრშეტევებს ტერიტორიების დასაბრუნებლად.
დღეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შანსი, მიაღწიოს წარმატებას დონბასის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების თეატრის ზომის, მობილიზებული ძალების და უკრაინელთა ამჟამინდელი მზაობის გათვალისწინებით იმაზე მეტია, ვიდრე ეს იყო 24 თებერვალს,
მაგრამ მათთვის საუბედუროდ(ჩვენთვის საბედნიეროდ), 24 თებერვალს დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევა(კიევის აღება, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის განადგურება) იმ ძალებით, რომელთა დაგროვება მაშინ განხორცილდა, შეუძლებელი იყო. ახლა კი, სულ არაფერთან შედარებით მეტი შანსი აქვთ.
ამ ეტაპზე არსებული პრაქტიკული მოცემულობით ბელარუსიდან შეტევა მომდევნო თვეებში გამორიცხულია, ასევე გამორიცხულია ბირთვული შეიარაღების გამოყენება, მაგრამ ეს უკანასკნელი შეიძლება შეიცვალოს მოსალოდნელი რუსული შეტევის ჩავარდნის და უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტევების განხორციელების პირობებში, როდესაც რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის დარჩება მხოლოდ 2 შანსი, შეეგოს გარდაუალ სამხედრო დამარცხებას და რაც შეიძლება ნაკლები სამართლებრივ-პოლიტიკური შედეგებით გამოაცხადოს კაპიტულაცია ან კონვენციურ ომში დამარცხებულის პოზიციიდან კუდის მოქნევის ეფექტისთვის გამოიყენებს ბირთვულ შეიარაღებას, რაც კიდევ უფრო მტკივნეულს გახდის რუსეთისთვის მარცხს, მაგრამ გაზრდილ სამხედრო-მშვიდობიან მსხვერპლს მოიტანს უკრაინულ მხარეს.