უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის დღითი-დღე უფრო მეტად იჭიმება ზამბარა და ძალიან რთული სავარაუდოა, როდის დაიწყება სამხედრო მოქმედებები,ან საერთოდ თუ დაიწყება, თუმცა ძალთა მობილიზება პერმანენტულ ხასიათს ატარებს. ძალიან საინტერესოა, თუ როგორი სიტუაციაა ამჟამად უკრაინა – რუსეთს შორის. სამხედრო ძალთა გადანაწილება კი არასათანადოა, ამაზე ციფრებითაც ვისაუბრებთ. ყველაზე მთავარი კომპონენტები, როგორიცაა: აქტიური სამხედრო ძალა, არტილერია, ანტი-სატანკო მოწყობილობები და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო დეტალები რუსეთის სასარგებლოდაა.
აქტიური სამხედრო ძალა:
უკრაინა – 196 600
რუსეთი – 900 000
რეზერვისტები:
უკრაინა – 900 000
რუსეთი – 2 000 000
სამხედრო მანქანები:
უკრაინა – 3 309
რუსეთი – 15 957
არტილერია:
უკრაინა – 1820
რუსეთი – 4894
ანტი-სატანკო ძალები:
უკრაინა – 500
რუსეთი – 535
AFVS:
უკრაინა – 157
რუსეთი – 2650
ეს ყველაფერი მცირე ნაწილია და საკმარისია დასკვნის გამოსატანად იმისა, რომ ძალიან არათანაბარი ძალებია უკრაინა-რუსეთს შორის. ამ ორ ქვეყანას შორის თავდაცვაზე დახარჯული თანხა,უკრაინელების მხრიდან არის – 4.3 მილიარდი აშშ დოლარი, რუსეთის- 45 მილიარდი აშშ დოლარი.