მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ მას გადასცა კრემლის გეგმა მის ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის შესახებ. გეგმის მიხედვით, სამხედრო მოქმედებები მზადდებოდა დივერსანტების მონაწილეობით რუსეთიდან, ბელარუსიდან და ბალკანეთიდან.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას.
“ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დივერსიას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სამხედრო მომზადების მქონე პირების მონაწილეობით. ისინი გეგმავენ ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის თავდასხმებს ზოგიერთ სახელმწიფო ინსტიტუტზე და მძევლების აყვანას”, – განაცხადა მაია სანდუმ.