არა რუსულ კანონს” აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან. უკვე გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
აქცია რამდენიმე საათი მიმდინარეობდა საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან, საიდანაც შეკრებილებმა შენობის მთავარი შესასვლელისკენ გადმოინაცვლეს.
შეკრება მოქალაქეებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც “ოცნებამ” რუსული კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათის ნაცვლად დღეს გადმოიტანა და ამ წუთებში პირველი მოსმენით სასესიო დარბაზში განხილვა მიმდინარეობს.