საფრანგეთის EU-ს თავმჯდომარეობა, პოლიტიკური მღელვარების მიზეზი გახდა. დროშა, რომელიც თორმეტი ოქროს ვარსკვლავით ლურჯ ფონზე სიმბოლოა, ერთის მხრივ ევროპის ერთიანობისა და თვითმყოფადობის, მეორე მხრივ, საფრანგეთში პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. კერძოდ საფრანგეთის მემარჯვენე პარტიებმა, საფრთხედ მიიჩნიეს ორი დღით ევროკავშირის დროშის ფრიალი, ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლზე.

პრეზიდენტობის ულტრა მემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა კი ეს ფაქტი ასე შეაფასა: “ჩვენი სამშობლოს იდენტობაზე თავდასხმა და მან მიმართა საჩვრით სახელმწიფო საბჭოს. “საფრანგეთის დროშის ევროპულით ჩანაცვლება იქნება შეურაცხყოფა მათთვის, ვინც სამშობლოსთვის დაიღუპნენ,”-თქვა მან ტვიტერზე. მემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატმა ერიკ ზემურმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის დროშა ტრიუმფალური თაღის ქვეშ და შეაფასა როგორც “შეურაცხყოფა”.
რესპუბლიკელების კონსერვატიული კანდიდატი, ვალერი პეკრესე მოითხოვდა, რომ ეროვნული და ევროკავშირის დროშა გვერდი-გვერდ ჩამოკიდებულიყო. “ჩვენ ვალში ვართ ყველა ჩვენი მებრძოლის წინაშე, ვინც სისხლი დაღვარა ამ დროშისათვის”-განაცხადა პეკრესმა.
პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავრობამ უარყო კრიტიკა. “დროშა აღიმართა 31 დეკემბერს და 1 იანვარს, რათა სიმბოლური სიგნალი მისცეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დაწყებას”- აცხადებენ ელისეის სასახლეში.
ლე პენმა, რამდენი ხნით ადრე, ევროკავშირის დროშის დაწევას და საფრანგეთის ეროვნული დროშის აღმართვას, “ლამაზი პატრიოტული გამარჯვება”-უწოდა და თქვა, რომ მთავრობა იძულებული გახდა, ევროკავშირის დროშა მოეხსნა ტრიუმფალური თაღიდან. მან Twitter-ზე მადლობა გადაუხადა საფრანგეთისა ყველა პატრიოტს მასიური მობილიზაციისთვის რითაც მათ ემანუელ მაკრონს უკან დახევინეს.

ეიფელის კოშკი და ელისეს სასახლე და ათობით სხვა ძეგლი ქვეყანაში შვიდი დღის განმავლობაში განათდება ევროკავშირის ლურჯ ფერში საფრანგეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დღესთან დაკავშირებით. საფრანგეთის პრეზიდენტობა, რომელიც 1 იანვარს დაიწყო და ექვს თვეს გრძელდება, ამჯერად საფრანგეთის საპრეზიდენტო კამპანიას ემთხვევა. მაკრონს ჯერ არ გამოუცხადებია თავისი კანდიდატურა პრეზიდენტად ხელახლა არჩევისთვის. თუმცა საფრანგეთში ეს მხოლოდ დროის საკითხია.